კონფიდენციალურობის პოლიტიკა

  • პირობები და წესები

Nutricia Export B.V. t/a Early Life Nutrition იცის, როგორ ზრუნავთ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებასა და დაცვაზე, და ვაცნობიერებთ თქვენი კონფიდენციალურობის დაცვის მნიშვნელობას.

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ აგროვებს და მართავს Nutricia Export B.V. თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როგორ გამოვიყენებთ მათ, რატომ გვჭირდება ისინი და როგორ შეუძლიათ მათ თქვენი დახმარება.

თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები და კომენტარები, ან გსურთ გააკეთოთ მოთხოვნა თქვენი სუბიექტის ნებისმიერ უფლებასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით https://www.facebook.com/NutriciaClubGeorgia/

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ბოლოს განახლდა 2020 წლის 18 მაისს.

ჩვენი კონფიდენციალურობის ძირითადი პრინციპები

Nutricia Export B.V ვალდებულია, დაიცვას თქვენი უფლება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე. ჩვენი მიზანია, დავიცვათ ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელსაც ვფლობთ, ვმართოთ პერსონალური ინფორმაცია პასუხისმგებლობით და ვიყოთ გამჭვირვალენი პრაქტიკაში. თქვენი ნდობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, საკუთარ თავზე ავიღეთ შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვის ვალდებულება:

  • თქვენ არ ხართ ვალდებულები, მოგვაწოდოთ ჩვენ მიერ მოთხოვნილი რომელიმე პერსონალური მონაცემი. ამასთან, თუ ასე გადაწყვეტთ, შეიძლება ჩვენ ვერ შევძლოთ ზოგიერთი მომსახურების ან პროდუქტის შემოთავაზება
  • ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ჩადებული მიზნებით, ან კონკრეტული მიზნით, რომელსაც გიზიარებთ თქვენ და/ან რომელსაც თქვენ დაეთანხმეთ.
  • ჩვენი მიზანია შევაგროვოთ, დავამუშავოთ და გამოვიყენოთ რაც შეიძლება ნაკლები პერსონალური მონაცემი
  • როცა ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვცდილობთ შევინახოთ მათგან მაქსიმალურად ზუსტი და აქტუალური
  • თუ პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ, უკვე აღარაა საჭირო რაიმე მიზნისთვის და კანონი არ გვავალდებულებს მათ შენახვას, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პირველივე შესაძლებლობისას წავშალოთ, გავანადგუროთ ან საბოლოოდ მოვახდინოთ დეიდენტიფიცირება.
  • თქვენი პერსონალური მონაცემები არ გაიყიდება, არ მოხდება მათი გადაცემა, არ გაქირავდება ან გამჟღავნდება, გარდა ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილისა

რა პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ?

ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემები განსხვავდებიან შეგროვების მიზნების და მომსახურების ან პროდუქტის მიხედვით, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ.

როგორც წესი, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ შემდეგი სახის პერსონალური მონაცემები პირდაპირ თქვენგან:

  1. ა) პირადი საკონტაქტო მონაცემები, როგორიცაა თქვენი სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფიზიკური მისამართი

  2. ბ) ანგარიშში შესვლის მონაცემები, როგორიცაა ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი. ეს აუცილებელია პირადი ანგარიშის შესაქმნელად

  3. გ) ჩვენთან კომუნიკაციის დეტალებს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ჩვენი საუბრების დეტალებს ან პირად შეტყობინებებს სოციალური ქსელებიდან

  4. დ) დემოგრაფიული და მშობლის ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი ასაკი, სქესი, მშობიარობის სავარაუდო თარიღი ან ბავშვის დაბადების თარიღი

  5. ე) ბრაუზერის ისტორია, როგორიცაა ნანახი გვერდები, წვდომის თარიღი, ადგილმდებარეობა წვდომისას და IP მისამართი

  6. ვ) თქვენი-დედის და ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია

  7. ზ) თქვენ გარდა სხვა ადამიანების შესახებ ინფორმაცია, მაგალითად თქვენი ოჯახის წევრის პირადი მონაცემები, როცა ასეთ ინფორმაციას პირდაპირ ჩვენ გვაწვდით

  8. თ) პროფილები სოციალურ ქსელებში, თუ დაგვიკავშირდებით ჩვენი სოციალური მედიის გვერდების საშუალებით

ჩვენ ასევე შეიძლება შევაგროვოთ პერსონალური მონაცემები თქვენ შესახებ ირიბად, როცა:

  1. ა) თქვენ აზიარებთ ჩვენს პროდუქტებთან დაკავშირებულ კონტენტს სოციალური ქსელების გვერდებზე, ვებ-საიტებზე ან ბმულებზე, ან პასუხებში სოციალურ ქსელებში ჩვენს სარეკლამო მასალებზე; ან

  2. ბ) ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენი პერსონალური მონაცემები სხვა ვებ-საიტებიდან შეგროვებული ინფორმაციიდან (მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია განვათავსოთ განცხადება სხვა ვებ-საიტზე, და როცა თქვენ დააჭერთ ამ განცხადებას, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია თქვენზე და სხვა ვიზიტორებზე, რომ გავარკვიოთ რეკლამის გავრცელების არეალი და წარმატება)

რატომ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომ შეგვეძლოს შემოგთავაზოთ საუკეთესო ონლაინ გამოცდილება და უზრუნველვყოთ მომსახურების მაღალი ხარიხი. კერძოდ, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ, შევინახოთ, გამოვიყენოთ და გავამჟღავნოთ თქვენი პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნებისთვის:

  1. ა) რათა დავამუშაოთ და ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, საჩივრებს ან თქვენთან დაკავშირების და თქვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით

  2. ბ) რათა გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი, ნებისმიერ წინა კონტაქტთან შედარებით, რომელიც შეიძლება გქონიათ ჩვენთან

  3. გ) განვავითაროთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები, მომსახურება, კომუნიკაციის საშუალებები და და ჩვენი ვებ-საიტების ფუნქციონირება

  4. დ) მომხმარებელთა კმაყოფილების შესახებ გამოკითხვის გამოსაგზავნად სოციალური მედიის გვერდების გამოყენების შემდეგ

  5. ე) თქვენთვის ინფორმაციის შეტყობინებისთვის, საბავშვო კლუბში რეგისტრაციის მართვისთვის და/ან ჩვენი ელექტრონული წერილების გამოწერისთვის

  6. ვ) ვმართოთ ჩვენი მუშაობის ყოველდღიური მოთხოვნები, კონკურსებში ან სარეკლამო საქმიანობაში თქვენს მონაწილეობასთან დაკავშირებით

  7. ზ) თქვენი პიროვნების დასადასტურებლად ტელეფონით, ელექტრონულად ან სხვა საშუალებით ჩვენთან დაკავშირებისას

  8. თ) შიდა სწავლების და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით

  9. ი) გავიგოთ და შევაფასოთ თქვენი ინტერესები, სურვილები და ჩვენი ვებ-საიტის, მიმდინარე პროდუქტების და/ან ახალი პროდუქტების შემუშავების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მოთხოვნილებების შესაცვლელად

  10. კ) პერსონალიზებული პროდუქტების და კომუნიკაციების, ასევე, პროდუქტებზე რეკომენდაციების შემოსათავაზებლად

ჩვენ ასევე შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი პერსონალური მონაცემები იურიდიული ვალდებულებების დაცვისთვის ან ხელშეკრულებითი ურთიერთობის კონტექსტში, რომელიც გვაქვს თქვენთან.

როცა ჩვენ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა მიზნებით, გაცნობებთ შეგროვებამდე ან შეგროვების დროს.

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის მოვითხოვთ თქვენს თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. თუ თქვენ მოგვეცით თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვენი თანხმობის გაუქმება.

თქვენი უფლებები

როცა ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, თქვენ გაქვთ რიგი უფლებები და შეგიძლიათ ამ უფლებების გამოყენება ნებისმიერ დროს. ქვემოთ წარმოდგენილია ამ უფლებების მიმოხილვა იმასთან ერთად, თუ რას ნიშნავს ეს თქვენთვის. თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს საიტზე https://www.facebook.com/NutriciaClubGeorgia/ ჩემი ინფორმაციის განახლების გვერდს და ნებისმიერ დროს შეცვალოთ თქვენი პრიორიტეტები.

თქვენს პრსონალურ მონაცემებზე წვდომის და კორექტირების უფლება

თქვენ გაქვთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის, შესწორების და განახლების უფლება ნებისმიერ დროს. ჩვენ ვაცნობიერებთ ამის მნიშვნელობას და, თუ გსურთ თქვენი უფლებების გამოყენება, დაგვიკავშირდით ბმულზე
https://www.facebook.com/NutriciaClubGeorgia/

ინფორმაციის მიმოცვლის უფლება

თქვენი პერსონალური მონაცემები მიმოცვლადია. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება მისი გადატანა, კოპირება ან ელექტრონული ფორმით გადაცემა. ამასთან, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა:

  1. ა) დამუშავება ეფუძნება თქვენს თანხმობას

  2. ბ) დამუშავება ხდება კონტრაქტის შესასრულებლად

  3. გ) დამუშავება ხდება ავტომატურად

თუ გსურთ გამოიყენოთ ინფორმაციის მიმოცვლის უფლება, დაგვიკავშირდით https://www.facebook.com/NutriciaClubGeorgia/

თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის უფლება

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ, რომ ჩვენ წავშალოთ თქვენი მონაცემები, თუ:

  1. ა) თქვენი პერსონალური მონაცემები აღარაა იმ მიზნებისთვის საჭირო, რისთვისაც შევაგროვეთ ისინი; ან

  2. ბ) თქვენ აუქმებთ თანხმობას, რომელიც ადრე მოგვეცით თქვენი პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად და არ არსებობს სხვა სამართლებრივი საფუძველი ამ მონაცემების დამუშავებისთვის; ან

  3. გ) თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს მარკეტინგული მიზნებისთვის; ან

  4. დ) თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს Nutricia Export B.V., Early Life Nutrition-ის კანონიერი ინტერესებისთვის (მაგალითად ვებსაიტებზე მომხმარებელთა საერთო ინტერესების გასაუმჯობესებლად);

  5. ე) პერსონალურ მონაცემებს არ მუშავდება კანონიერად; ან

  6. ვ) თქვენი პერსონალური მონაცემები უნდა წაიშალოს კანონის შესაბამისად

თუ პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ, უკვე აღარაა საჭირო რაიმე მიზნისთვის და კანონი არ გვავალდებულებს მათ შენახვას, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პირველივე შესაძლებლობისას წავშალოთ, გავანადგუროთ ან საბოლოოდ გავხადოთ ანონიმური. საბავშვო კლუბის წევრობის შესახებ მონაცემები ინახება მაქსიმუმ 4 წლის განმავლობაში, იმ დროიდან გამომდინარე, როდის მოხდა პირველად კლუბში დარეგისტრირება.

დამუშავების შეზღუდვის უფლება

თქვენ გაქვთ უფლება შეზღუდოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუ;

  1. ა) არ ხართ დარწმუნებული იმ პერსონალურ მონაცემების სიზუსტეში, რომელსაც ჩვენ ვფლობთ; ან

  2. ბ) პერსონალური მონაცემები არ მუშავდება კანონიერად, მაგრამ წაშლის ნაცვლად, ამჯობინებთ დამუშავების შეზღუდვას; ან

  3. გ) ჩვენ აღარ გვჭირდება თქვენი პერსონალური მონაცემები იმ მიზნით, რისთვისაც შევაგროვეთ, მაგრამ თქვენ გჭირდებათ ეს მონაცემები იურიდიული საჩივრის ჩამოყალიბებისთვის, განხორციელებისთვის ან დაცვისთვის; ან

  4. ე) თქვენ გააპროტესტეთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება და ელოდებით იმის შემოწმებას, აღემატება თუ არა ამ პროტესტთან დაკავშირებული თქვენი ინტერესები ინფორმაციის გამოყენების კანონიერ საფუძველს.

თუ თქვენ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა, დაგვიკავშირდით ამ ბმულის საშუალებით https://www.facebook.com/NutriciaClubGeorgia/ და თქვენი მოთხოვნის საპასუხოდ ჩვენ გადავდგამთ კანონის შესაბამის გონივრულ ნაბიჯებს .

წინააღმდეგობის უფლება

თქვენ გაქვთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე წინააღმდეგობის უფლება ნებისმიერ დროს. გთხოვთ დაგვიკავშირდით ამ ბმულზე
https://www.facebook.com/NutriciaClubGeorgia/

საჩივრის შეტანის უფლება ზედამხედველობის ორგანოებში

რაიმე საჩივრით შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ. ასევე, უფლება გაქვთ, მიმართოთ პირდაპირ საფრანგეთის საზედამხედველო ორგანოს CNIL https://www.cnil.fr/en/plaintes, თუ როგორ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ მიმართოთ მონაცემთა დაცვის ოფიცერს Nutricia Export B.V.-ში ელექტრონული ფოსტის მისამართზე
DPO.Groupe@danone.com

როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

ჩვენ ვაცნობიერებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსფრთხოების მნიშვნელობას და მაქსიმალური ძალისხმევით ვცდილობთ დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები არაკეთილსინდისიერად გამოყენებისგან, ჩარევისგან, ზარალისგან, უკანონო წვდომისგან, შეცვლის ან გამჟღავნებისგან. მაგალითად, ვახორციელებთ წვდომის კონტროლს, ვიყენებთ firewall-ებს და დაცულ სერვერებს.

თქვენი პირადი მონაცემების გაზიარება

როცა თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვუზიარებთ პარტნიორებს ან სხვა კომპანიებს, ამას ვაკეთებთ მხოლოდ იმ კომპანიებთან, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს და კანონის მოთხოვნებს კონფიდენციალურობის შესახებ იცავენ ჩვენს მსგავსად ან სხვა გზებით.

თქვენი პერსონალური მონაცემები არ გაიყიდება, არ მოხდება მათი გადაცემა, არ გაქირავდება ან გამჟღავნდება, გარდა ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილისა. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა, როცა ამას მოითხოვს კანონი და/ან სამთავრობო ორგანოები.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეთ შემდეგ მესამე პირებს აღწერილი მიზნებისთვის:

მესამე პირების კატეგორიები მონაცემების ტიპები მიზნები
გარე პროცესორები:
Adobe Audience Manager წევრობის არაიდენტიფიცირებული მონაცემები რომ გაჩვენოთ თქვენი ბავშვის ასაკისთვის შესაბამისი პროდუქტები და მომსახურება, სანამ სხვა საიტებს ათვალიერებთ
Facebook პირადი საკონტაქტო მონაცემები (ელ-ფოსტა და სახელი) Facebook-ით შესვლის უფლება Nutricia club-ის ვებ-გვერდზე
Excipio წევრობის პერსონალური მონაცემები მონაცემთა ანალიზის უფლება გაუმჯობესების მიზნით
ანგარიშგების პროვაიდერები:
Google Analytics
Amazon Analytics
Tableau
Adobe Analytics
წევრობის ანონიმური მონაცემები ვებ-საიტზე ან ელ-ფოსტაზე მომხმარებლის ქცევის ანალიზი
ელ-ფოსტა/ შეტყობინებების ბაზა:
MailChimp წევრობის მონაცემები, პერსონალური საკონტაქტო მონაცემები (ელ-ფოსტა) ელ-ფოსტის გაგზავნის უფლება

მონაცემთა გაზიარება საერთაშორისო დონეზე

პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს ევროპის ეკონომიკური არეალის (EEA) საზღვრებს მიღმა. Danone იძლევა გარანტიას, რომ ტრანსსასაზღვრო მონაცემების დამუშავება სათანადოდ იქნება დაცული.

უსაფრთხოების ზომები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ ტრანსსასაზღვრო მონაცემების დამუშავების დაცვისთვის, მოიცავს:

  1. ა) ევროკომისიის მიერ დამოწმებული ხელშეკრულების ტიპური პუნქტები. ეს სტანდარტული სახელშეკრულებო პუნქტები უზრუნველყოფენ მონაცემთა დაცვის საერთო ევროპული რეგულაციების შესაბამისი ადეკვატურობის და უსაფრთხოების გარანტიებს.

  2. ბ) სერტიფიკატები, რომლებიც ადასტურებენ, რომ EEA-ს საზღვრებს მიღმა მესამე პირები პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ მონაცემთა დაცვის საერთო ევროპული რეგულაციების შესაბამისად. ეს სერტიფიკატები დამტკიცებულია ევროკომისიის, კომპეტენტური საზედამხედველო ან აკრედიტაციის ეროვნული ორგანოების მიერ.

გადაწყვეტილების მიღება და პროფილირება ავტომატურად

ზოგიერთი მომსახურების და პროდუქტებისთვის შეგვიძლია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ავტომატურად, ადამიანის ჩარევის გარეშე. ამის მაგალითი შეიძლება იყოს გადაწყვეტილება, კომპანიის როგორი სახის შეტყობინება შეიძლება მიიღოთ ჩვენგან.

ჩვენ ასევე შეგვიძლია თქვენი მონაცემების დამუშავება პროფილირებისთვის, თქვენი ქცევის პროგნოზირებისთვის ჩვენს ვებ-საიტზე ან ჩვენს პროდუქტებში, რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესოთ. ეს შეიძლება გამოყენებული იყოს თქვენი ბავშვის ასაკის შესაბამისი ჩვენი პროდუქტების და მომსახურების რეკლამების თქვენთვის ჩვენებისთვის, სანამ სხვა საიტებს ათვალიერებთ. ჩვენ ასევე გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს ინდივიდუალური შეტყობინებების გამოსაგზავნად ელ-ფოსტით ან ფოსტით, თუ მათი მიღება გსურთ.

თუ ჩვენ დავაპირებთ ამგვარი მეთოდების გამოყენება, რა თქმა უნდა, წინასწარ შეგატყობინებთ და მოგცემთ საშუალებას, წინასწარ თქვათ უარი. ამგვარის დამუშავების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ თავისუფლად დაგვიკავშირდეთ https://www.facebook.com/NutriciaClubGeorgia/

Cookies და სხვა ტექნოლოგიები

ჩვენ ასევე შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენი პერსონალური მონაცემები cookies ფაილების და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით. ეს შეიძლება მოხდეს, როდესაც ეწვევით ჩვენს საიტებს ან მესამე მხარის საიტებს, ნახავთ ჩვენს ონლაინ კონტენტებს, ან გამოიყენებთ ჩვენს / მესამე მხარის მობილურ აპლიკაციებს და შეიძლება შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  1. ა) თქვენი მოწყობილობის ბრაუზერის და ოპერაციული სისტემების შესახებ ინფორმაცია

  2. ბ) თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობის IP მისამართი, მოწყობილობის ID და Mac ID.

  3. გ) ჩვენი ვებ-საიტები, რომლებსაც ათვალიერებთ

  4. დ) ბმულები, რომლებსაც დააჭირეთ ჩვენი მომსახურების გამოყენებისას

კონფიდენციალურობის საკითხები ადგილობრივი კანონმდებლობისთვის

მიუხედავად იმისა, რომ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულირება ერთნაირად მოქმედებს ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოში, ზოგჯერ ადგილობრივი კანონმდებლობა კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ, შეიძლება შეიცავდეს უფრო მკაცრ წესებს ან ინფორმაციას. ჩვენ შევინახავთ და დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მონაცემთა დაცვის 2018 წლის ბრიტანული კანონპროექტით, რომელიც უზრუნველყოფს ისეთსავე დაცვას, როგორც ევროკავშირის მონაცემთა დაცვის საერთო რეგულაციები.