Next generation formula Aptamil pronutra® advance

ხშირად დასმული კითხვები


  1. რა შეიცვალა?

    შეიცვალა Nutrilon-ის შემადგენლობა და შეფუთვა. შემადგენლობასთან დაკავშირებული მოთხოვნები ადაპტირებულია ევროკავშირის ახალ რეგულაციებთან და უახლეს სამეცნიერო კვლევებთან. ახალშობილის ყველა ფორმულისთვის და შემდგომი რძისთვის DHA ახლა სავალდებულო ინგრედიენტია და ვიტამინების და მინერალების რაოდენობაც შესწორებულია. შეფუთვაც შეიცვალა, რათა უკეთესად განასხვაოთ სამედიცინო დანიშნულების, ბავშვთა კვების და შემდგომი რძის პროდუქტები და უფრო მარტივად მოძებნოთ ისინი თაროზე.

  2. რა უპირატესობა აქვს ჩემი პატარასთვის ახალ ფორმულას, ადრე არსებულთან შედარებით?

    Nutrilon Premium 1,2,3,4-ისთვის: ადრე არსებულ ფორმულასთან შედარებით, უნიკალური პროცესის გამოყენებით Pronutra Advance მოიცავს ჩვენს ცოდნას და დედის რძით შთაგონებულ, 40 წელზე მეტი ხნის კვლევებზე დაფუძნებულ უახლეს აღმოჩენებს. ამასთან, ახალი ევროპული რეგლამენტის მოთხოვნილების შესაბამისად, ამ ფორმულას აქვს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების, DHA-ს და AA-ს, ასევე, ვიტამინების და მინერალების შეცვლილი რაოდენობები.

  3. რას ნიშნავს ახალი თაობის ფორმულა/Pronutra Advance?

    ახალი თაობის ფორმულაში ვგულისხმობთ, რომ მუდმივად ვეძებთ გზებს ჩვენი ფორმულის შემდგომი განვითარებისთვის. მართლაც, 40 წლის განმავლობაში დედის რძის შთაგონებით ვატარებთ კვლევებს, რომ გავიგოთ, როგორ უწყობს ხელს დედის რძე თქვენი ბავშვის იმუნურ სისტემას. ამან მოგვცა საშუალება, შეგვექმნა გაუმჯობესებული რძე, ახალი თაობის Nutrilon-ი. ეს ერთადერთი ფორმულაა Pronutra – Advance-ით, რომელიც შეიცავს მოწინავე პროცესებით მიღებულ საკვები ნივთიერებების ჩვენს უნიკალურ ნარევს.

  4. რომელი პროდუქტები შეიცავს Pronutra ADVANCE-ს?

    Nutrilon Premium 1, 2, 3, 4 შეიცავს Pronutra ADVANCE-ს

  5. რით განსხვავდება Pronutra ADVANCE ბაზარზე არსებული სხვა ბრენდებისგან?

    Pronutra ADVANCE არის პირველი და ერთადერთი ფორმულა, რომელიც შეიცავს მოწინავე პროცესებით მიღებულ საკვები ნივთიერებების ჩვენს უნიკალურ ნარევს. ის შეიცავს დედის რძის ოლიგოსაქარიდს (3GL), რომელიც სტრუქტურულად იდენტურია დედის რძეში აღმოჩენილი ოლიგოსაქარიდების. ფორმულა დაპატენტებულია და ექსკლუზიურია Nutrilon-ის ბრენდისთვის. ეს არის ჩვენი, ექსპერტთა და მეცნიერთა გუნდის 40 წლიანი ნოვატორული, დედის რძით შთაგონებული კვლევების შედეგი.

  6. მე ვხედავ, რომ შეიცვალა Nutrilon-ის შეფუთვის გარეგნული სახე, რატომ მოხდა ასე?

    ჩვენი დაპატენტებული, ახალი თაობის ფორმულის ჩაშვებასთან ერთად, ასევე ჩავუშვით ახალი თანამედროვე დიზაინი ჩვენი Nutrilon-ის ბრენდისთვის. ეს ახალი დიზაინი მოიცავს ახალ ფერებს, რომელიც დაგეხმარებათ ადვილად ორიენტირებაში, მაგალითად, თქვენი ბავშვისთვის შესაბამისი პროდუქციის ძებნისას.


  1. რა არის ახალი ფორმულაში Pronutra ADVANCE-ით ადრე არსებულ Pronutra-სთან შედარებით? რა არის გაუმჯობესებული შემადგენლობაში?

    Pronutra ADVANCE არის ბაზარზე პირველი და ერთადერთი ფორმულა, რომელიც ჩვენს საკვები ნივთიერებების უნიკალურ ნარევს აერთიანებს უნიკალურ პროცესებთან. ფორმულა დაპატენტებულია და ექსკლუზიურია Nutrilon-ის ბრენდისთვის. ეს არის ჩვენი, ექსპერტთა და მეცნიერთა გუნდის 40 წლიანი ნოვატორული, დედის რძით შთაგონებული კვლევების შედეგი.

  2. პრობლემაა ძველი და ახალი პროდუქტის შეთავსება?

    ორი პროდუქტის შეთავსება პრობლემა არაა. სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენი პატარას ნაწლავები შეეჩვიოს ახალ პროდუქტზე გადასვლას. თუ ასე მოხდა, გირჩევთ დარჩეთ ახალ ნარევზე. რაიმე ეჭვების და შეკითხვების არსებობისას, გთხოვთ კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან.

  3. ჩემი ბავშვი ამჟამად ღებულობს ძველ ნარევს. შემიძლია ახალზე გადასვლა?

    დიახ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ახალ ნარევზე. თუ გსურთ საბავშვო ფორმულის შეცვლა, ჩვეულებრივ უპრობლემოდ შეგიძლიათ ეს. ჩვენი რეკომენდაციაა, გარდამავალ პერიოდში დღეში ერთი ბოთლი ძველი ნარევი ჩანაცვლდეს ახლით -> ეს შეიძლება თქვენს ბავშვს დაეხმაროს მსუბუქად გადასვლაში და ამგვარად, გაუმჯობესდეს ამტანობა, რაც დამოკიდებულია თითოეულ ბავშვზე. ეჭვის შემთხვევაში, გთხოვთ ბავშვის კვების და ამ პროდუქტის მიღების შესახებ რეკომენდაციის მისაღებად მიმართოთ ექიმს.

  4. ვისთვის არის შესაფერისი ეს ახალი ფორმულა?

    ეს ფორმულა შესაფერისია ჯანმრთელი ბავშვებისთვის 0-დან 6 თვემდე (ჩვილების ფორმულა), ბავშვებისთვის 6-დან 12 თვემდე (შემდგომი ფორმულა) და ბავშვებისთვის ერთი წლის ასაკიდან ( ფორმულა მზარდი ბავშვისთვის). დედის რძე საუკეთესოა თქვენი ბავშვისთვის და გირჩევთ Nutrilon-ის ნარევზე გადასვლამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

  5. რომელი Nutrilon ეხმარება ყველაზე კარგად ჩემი ბავშვის იმუნურ სისტემას?

    ჩვენი Nutrilon-ის ფორმულა მზარდი ბავშვისთვის მიმართულია ბავშვის იმუნიტეტის ხელშეწყობისკენ C და D ვიტამინების წყალობით, რომლებიც განაპირობებენ იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ჩვენ შევიმუშავეთ ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო ბავშვთა კვების სრული პაკეტი.

  6. ჩემი ბავშვი კარგად არ ჭამს ახალ Nutrilon-ს-ეს შესაძლებელია?

    ჩვენ ყოველთვის გვინდა, მოგაწოდოთ საუკეთესო თქვენი ბავშვისთვის. ახალი ფორმულის "გემო/სუნი" შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ცოტა განსხვავებული. გემო/ფერის სხვაობა ნორმალურია ახალი ინგრედიენტების და პროცესების ცვლილების გამო. შესაძლოა, თქვენს ბავშვს გარკვეული დრო დასჭირდეს ახალი ფორმულის გემოსთან შესაჩვევად, გემო/ფერის სხვაობა არ ნიშნავს, რომ პროდუქტთან დაკავშირებით რაღაც ისე არაა. გთხოვთ, დარწმუნებულები იყოთ, რომ ჩვენი ფორმულა სრულად შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს კვების შესახებ.

  7. მე მაქვს პრობლემები ახალი ფორმულის გახსნასთან დაკავშირებით. ახალ პროდუქტს იმაზე მეტი კოშტები აქვს ბოთლში, ვიდრე მიჩვეული ვარ. ეს ნორმალურია? რისი გაკეთება შემიძლია?

    გთხოვთ გაითვალისწინოთ, მომზადების წესი შეიცვალა. ნარევის მომზადებისას გირჩევთ, ფხვნილის დამატებისთანავე ენერგიულად შეანჯღრიოთ ბოთლი ვერტიკალურად, მინიმუმ 10 წმ-ის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეურევთ შეფუთვის ეტიკეტზე მითითებული ტემპერატურის საჭირო რაოდენობის წყალს. არ შეარხიოთ წრიულად.

  8. რატომ აქვს ჩემს ფხვნილს სუნი? სუნი განსხვავებულია?

    ჩვენ ყოველთვის გვინდა, მოგაწოდოთ საუკეთესო თქვენი ბავშვისთვის. ახალი ფორმულის სუნი შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ცოტა განსხვავებული. სუნის სხვაობა ნორმალურია ახალი ინგრედიენტების და პროცესების ცვლილების გამო. სუნის სხვაობა არ ნიშნავს, რომ პროდუქტთან დაკავშირებით რაღაც ისე არაა. გთხოვთ, დარწმუნებულები იყოთ, რომ ჩვენი ფორმულა სრულად შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს კვების შესახებ.

  9. ახალი Nutrilon-ი ჩვეულებრივისგან განსხვავებულად უნდა მოვამზადო?

    გთხოვთ გაითვალისწინოთ, მომზადების წესი შეიცვალა. ნარევის მომზადებისას გირჩევთ, ფხვნილის დამატებისთანავე ენერგიულად შეანჯღრიოთ ბოთლი ვერტიკალურად, მინიმუმ 10 წმ-ის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეურევთ შეფუთვის ეტიკეტზე მითითებული ტემპერატურის საჭირო რაოდენობის წყალს. არ შეარხიოთ წრიულად. ამიტომ ყოველთვის იხელმძღვანელეთ შეფუთვის ეტიკეტზე მითითებული ნარევის მომზადების წესით.


  1. მე ვხედავ Nutrilon-ის ორ განსხვავებულ ქილას. ამჟამად ორი ვარიანტია?

    რამდენადაც სულ ახლახან გამოვუშვით ჩვენი ახალი თაობის ფორმულა სახელწოდებით Pronutra ADVANCE, ჯერ კიდევ შესაძლებელია, თქვენი მარკეტების/აფთიაქების თაროებზე იყოს ჩვენი ძველი ფორმულა (Pronutra). თუმცა, Pronutra-ADVANCE გამოვიდა ახალი Nutrilon-ის თანამედროვე დიზაინით, ახალი ფერების ჩათვლით, რათა უფრო ადვილად მოძებნოთ თქვენი ბავშვისთვის შესაბამისი ეტაპის პროდუქტი.

  1. კონფიდენციალურობის პოლიტიკა